მენიუ
დახურვა

უბანი

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსი თბილისი, მისი არქიტექტურა და ბუნებრივ მახასიათებლებზე დაკვირვებაა.

 ,,უბნის’’ გუნდის მიზანია, გააღვივოს  საზოგადოების ინტერესი თბილისის უნიკალური ლანდშაფტის და ნაშენი გარემოს  მიმართ,  ხელი შეუწყოს ქალაქის მემკვიდრეობის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივად ასევე საზღვრებს გარეთ.

,,უბნის” პროგრამა ხორციელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეებში და გულისხმობს სემინარების, გამოფენების, კვლევითი პროექტების, საჯარო დისკუსიების ორგანიზებას, პუბლიკაციებისა და ციფრული კარტოგრაფიის შექმნას და  გამოქვეყნებას.

პირველი წლის კვლევითი პროგრამა ეთმობა თბილისის კომპლექსური რელიეფის და ნაშენი გარემოს ურთიერთმიმართების კვლევას. ,,უბანი’’ იკვლევს თბილისის სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურულ სტრატეგიებს მის უნიკალურ ლანდშაფტთან მიმართებით, რაც მოიცვას როგორც  ქალაქის უძველესი ფენების, ისე საბჭოთა მემკვიდრეობისა და თანამედროვე თბილისის არქიტექტურის კვლევას.