თბილისის არქიტექტურის ბიენალე
Dicho
თბილისი, საქართველო
17.10.20
რა ემართებათ პანდემიების შემდეგ საჯარო სივრცეებს? ბინების განზომილებამდე დაყვანით სახლი ადამიანის მოქმედების მიზანსცენად იქცა.
უცბათ, ყველა ქალაქის ღია სივრცეები საყოველთაოდ მიღებულ ისეთ პროტოკოლს დაექვემდებარა, რომელიც თავად ქალაქებს, სახელმწიფოებსა და კონტინენტებს შიგნით ფიზიკურ ურთიერთობასა და თავშეყრას კრძალავს. საერთო სივრცე ერთგვარ ნარჩენად, არარელევანტურ ადგილად იქცა, რომელიც მარტოობისა და გაუცხოების მდგომარეობას კარგად ასახავს.
გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად ბევრი ქალაქის სკვერი და ქუჩა ერთმანეთს დაემსგავსა და იმ ადგილებად გარდაიქმნა, რომლებსაც ხშირად მხოლოდ ჩვენი საცხოვრებელი სივრცის დაპყრობის მსურველი ციფრული აღჭურვილობის შავი ეკრანი სტუმრობს.
პროექტი პანდემიების შემდგომ ჩვენს ქალაქებში მომხდარი დეფორმაციისა და დაქუცმაცების ქცევის მდგომარეობას გადმოსცემს.
Dicho ნეიტრალური, არა-ადგილობრივი საჯარო სივრცეა, რომელიც ერთდროულად ორ ადგილას - თბილისსა და მილანში მდებარეობს. ის ეზოების მსგავსი გამოუყენებელი საჯარო სივრცეების ელემენტარული მოწყობილობების მეშვეობით გააქტიურებას ახდენს და მარტივ ნაგებობას მწვანე ქრომატულ ქსოვილში ახვევს. youtube-ის, twich სტრიმისა და zoom-ის მომხმარებლების მიერ გამოყენებული მწვანე ფონი საკუთარი ადგილმდებარეობისგან გასაქცევ უბრალო, თუმცა ეფექტურ საშუალებად იცევა.
პროექტის აქტივობები ყოველდღიურობის თემაზე ჩატარებულ ლექციებსა და ჩვეულებრივი ცხოვრების შესახებ გამართულ დებატებს აერთიანებს. მათ კამერა რეალურ დროში გადაიღებს და გამოსახულებასა და სხვა მასალას ონლაინ გადასცემს, ორივე ადგილას არსებულ სხვადასხვა ელემენტს ერთმანეთში აურევს.
➔ მონაწილეობდნენ:
(ab)Normal, 2050+, ალისიო გრანჩინი, ალვარ ალტისიმო, ანა გზირიშვილი, კაპჩა, კოვიდ ოთახი, დანკ ლოიდ რაიტი, დავიდ ორეილი, დავიწყებული არქიტექტურა, გიგი შუკაკიძე, ჯინტ გაბრანსი, XXI საუკუნის იკონოგრაფიები, ჯოშუა ციტარელა, ხატია ჭოხონელიძე, კოკა ვაშაკიძე, მოლტ დისნეი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ნაომი აკარდი, ნიკა ქუცნიაშვილი, პარაზიტი 2.0, პლატფრომა GGI, რაიან სკავი, სტავროს სტავრიდესი, თბილი ორგია, The Pleasure Paradox, თინათინ გურგენიძე ვასილი მაჭარაძე, იანგ აგამბენი, ზურა ჯიშკარიანი.
➔ (ab)Normal არის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც დაკავებულია დისციპლინათაშორისი კვლევებით დიზაინის, არქიტექტურის, სცენოგრაფიისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.
წევრები: მარჩელო კარპინო, მატია ინსელვინი, დავიდე მასერინი, ლუიჯი სავიო.
➔კონსტრუქციის სპონსორი: Fattorini LAB
➔ პროექტი განხორციელდა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს 2020 ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
➔ პარტნიორები საქართველოში:
• პლატფორმა "მდგომარეობებს შორის"- ადგილობრივი პროგრამის კურატორი
• ალექსი სოსელია - ტექნიკური მენეჯერი
• თბილისის მერია
