თბილისის არქიტექტურის ბიენალე

ქვიარ თემის საერთო სივრცე

ონლაინ

27.10.20

თბილისისა და ბერლინის ქვიარის სივრცითი შემოქმედების ერთად შექმნილი ცოცხალი არქივი


თხრობა, შეხვედრები და გამოცდილება, რომლებიც ქვიარ თემის სივრცეების შექმნასა და მათ ყოველდღიურ ისტორიებს უკავშირდება, ხშირად უჩინარი და სწრაფად წარმავალი, მაგრამ ლგბტქი+ თემებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვიარ სივრცეები საჯარო ადგილებში პოტენციურად ყველგან შეიძლება არსებობდეს. ხშირად ისინი ეფემერულია და წინააღმდეგობრივ აზრობრივ დატვირთვას ატარებს. მათ ის ადამიანები ქმნიან, რომელთაც საზიარო სჭიროებები, მოთხოვნები და ტრავმები აქვთ. სივრცეების მითვისება და მისი გადაკეთება ფიზიკურ ურბანულ სივრცეში ქვიარის პრაქტიკის შესაბამისად ხდება. სივრცის დაპყრობის პროცესი ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებების შესახებ შეთანხმებას, ურთიერთობების სივრცობრივ მოწესრიგებას, საკუთრების საკითხის გარკვევასა და რესურსებზე წვდომას, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის იდენტობის აღიარებას გულისხმობს.

პროექტი თბილისსა და ბერლინში ქვიარის სივრცითი ნარატივების თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული, ცოცხალი მზარდი ციფრული არქივის შექმნას ითვალისწინებს. ის მოგვიყვება „ქვიარების ცხოვრების, მათი წარსულისა და აწმყოს, სიხარულისა და გამანადგურებელი სიჩუმის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის კომპლექსური ზომების“ შესახებ (ჩარლზ მორისი). ლგბტქი+ თემებთან ერთად შექმნილი სივრცეების მრავალფროვანი აღწერები ქვიარ სივრცეების საერთოობის თემაზე მოგვითხრობენ და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს არქივში შეინახავენ სადაც მასშტაბის, ბანალურობის ან გამორჩეულობის მიუხედავად ნებისმიერი თხრობა, შეხვედრა, გამოცდილება, პროტესტი, წინააღმდეგობის მეთოდი ან პერფორმანსის მსგავსი ქმედება შეინახება. პროექტ „ქვიარ თემის საერთო სივრცის“ არქივის შექმნის მიზანი მისი გამოცდილების მრავალფეროვნების, საჯარო სივრცეებთან დაკავშირებული მოგონებებისა და იქ შეხვედრების ჩვენება და ქვიარის უწყვეტი ურბანული ისტორიოგრაფიის შენარჩუნებაა.


პროექტის ავტორი: POLIGONAL Office for Urban Communication

34
prev project
სართული
next project
36
გადიდება
დაპატარავება
დაათვალიერე
პროგრამა
შენობის
დატრიალება
სართულის
აწევა / ჩამოწევა
შენობის გადატვირთვა
შენობის
დატრიალება
გადიდება
დაპატარავება
შენობის
გაწევა
გადიდება
დაპატარავება
დაათვალიერე
პროგრამა
შენობის
დატრიალება
სართულის
აწევა / ჩამოწევა
შენობის გადატვირთვა
შენობის
დატრიალება
გადიდება
დაპატარავება
შენობის
გაწევა
navigation tutorial