ქეთი გუჯარაიძე
ქეთი გუჯარაიძეს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ქეთი არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციაში - მწვანე ალტერნატივაში - 2003 წლიდან მუშაობს; ის პოლიტიკის ანალიტიკოსია. ანალიტიკური სამუშაოს გარდა, ის ჩართულია საჯარო პოლიტიკასა და სხვადასხვა პროექტზე მიმართულ გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიებში. ქეთი გუჯარაიძეს აქვს სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც. ის რამდენიმე წელი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში (1996-2000); ასევე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (2002). 2016-2023 წლებში, ქეთი ასწავლიდა რამდენიმე საგანს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მართვისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაში. მას განათლება მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1994) და ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში (2001). ქეთის ავტორობით და თანაავტორობით გამოცემულია არაერთი კვლევა თუ სტატია ბუნებრივი რესურსების მმართველობის საკითხებზე. უახლესი კვლევა, მისი თანაავტორობით, გამოსცა ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა; კვლევა ევროპის სამეზობლო ქვეყნებში - ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, სომხეთსა და საქართველოში - ნედლეულის მოპოვების საკითხებს ეხება.