მენიუ
დახურვა
en
სიახლე

"შეცდომების გასწორება" - თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2024

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეოთხე გამოცემა, „შეცდომების გასწორება“, 2024 წლის 28 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში გაერთიანებული იქნება გამოფენები, სემინარები, ინსტალაციები, სიმპოზიუმები, გიდის ტურები, ფილმების ჩვენებები და ლექციები.

წელს TAB ყურადღებას გაამახვილებს ადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობაზე და ხაზს გაუსვამს არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლების, მოქალქეებისა და გარემოსდამცველების მნიშვნელოვან როლს ამ კომპლექსურ დინამიკაში. 

TAB 2024-ის, „შეცდომების გასწორება“, გახსნა გაიმართება 2024 წლის 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში, დავით აღმაშენებლის გამზ. 150ა, თბილის. ღონისძიება თემატურ გამოფენას გახსნის და მოიცავს ორ ინსტალაციას, რასაც მოჰყვება შვეიცარიელი არქიტექტორის, ფილიპ რამის, მთავარი ლექცია. პროგრამის მეორე დღე მოიცავს თემატურ სიმპოზიუმს სამი პანელით, რასაც მოჰყვება ლანდშაფტის არქიტექტორის, რობინ ვინოგრონდის, კიდევ ერთი ლექცია. მესამე დღის განმავლობაში, TAB DOCA-სთან თანამშრომლობით წარმოდგენილი იქნება თავის პირველ კინოჩვენების პროგრამა.

KoozArch