მენიუ
დახურვა

ალექსანდრა აროშვილი

ალექსანდრა აროშვილი

ალექსანდრა აროშვილი არის დამოუკიდებელი მკვლევარი და პუბლიცისტი თბილისიდან. იგი სოციალურ პოლიტიკის, პოლიტიკური ეკონომიკის, უთანასწორობის სხვადასხვა ფორმების, არაფორმალური და ატიპიური შრომის, ქალთა მიგრაციის, ექსტრაქტივიზმისა და ეკოლოგიის მიმართულებით კვლევებისა და პუბლიკაციების ავტორია. ალექსანდრა არის სხვადასხვა სოციალური მოძრაობისა და საზოგადოებრივი კამპანიის დამაარსებელი, ასევე თანამშრომლობდა არაერთ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემასთან. წლების განმავლობაში მუშაობდა მშრომელებთან და პროფკავშირებთან, აკრიტიკებდა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას და მონაწილეობდა საპენსიო რეფორმის ალტერნატიული მოდელის შემუშავებაში. იგი ასევე მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე. 2020 წლიდან აქტიურად არის ჩართული პერიფერიულ სოციალურ და გარემოსდაცვით საპროტესტო აქციებში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით. ამჟამად მისი ინტერესის სფეროა ჰიდროენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურულ კოლონიალურობასთან დაკავშირებული საკითხები.