მენიუ
დახურვა

არსენ აბრამიანი

არსენ აბრამიანი

არსენ აბრამიანი ერევანში მცხოვრები არქიტექტორი და ურბანისტი მკვლევარია. ის არის „კულტურული და სოციალური ნარატივების ლაბორატორიის“ (CSN Lab) წევრი, რომელიც კვლევაზე დაფუძნებული კულტურული ორგანიზაციაა. არსენი ძირითადად ჩართულია არქიტექტურული მემკვიდრეობისა და ურბანულ გარემოსთან დაკავშირებულ პროექტებში. გარდა ამისა, ის არის კონცეფციის არქიტექტორი არქიტექტურულ კომპანიაში “Storaket”.

მისი კვლევითი ინტერესების სფეროები მოიცავს ურბანული ლანდშაფტების ტრანსფორმაციებსა და მათ მიზეზებს, ურბანული გარემოსა და საზოგადოებრივ სტრუქტურებს შორის ურთიერთობას, ბუნებრივი ლანდშაფტის ტრანსფორმაციასა და კოლონიზაციას, გადაადგილებას და ადგილის მეხსიერებას, ასევე არქიტექტურისა და ურბანული სივრცის სოციალურ, კულტურულ და ანთროპოლოგიურ მეხსიერებას.

ბოლო წლებში, CSN ლაბორატორიის ფარგლებში, არსენ აბრამიანი მონაწილეობდა მრავალდარგობრივ პროექტებში, რომლებიც სივრცით სამართლიანობას, ურბანულ მეხსიერებას და არქიტექტურას ეხებოდა.

არსენ აბრამიანი ამჟამად მუშაობს თავის სადოქტორო დისერტაციაზე, რომელშიც იკვლევს ერევნის ურბანული ლანდშაფტის შრეებს, მის სოციალურ-კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტს და შედეგად წარმოქმნილ თანამედროვე ურბანულ გამოწვევებს.