მენიუ
დახურვა

ფილიპ რამი

ფილიპ რამი

ფილიპ რამი (დაიბადა 1967 წელს) არის შვეიცარელი არქიტექტორი (მიიღო მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში 1993 წელს EPFL, ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლაში და 2019 წელს კი, დოქტორის ხარისხი პარიზ-საკლეის უნივერსიტეტიდან), პარიზში, საფრანგეთში დაფუძნებული ოფისის „Philippe Rahm architectes“-ის ხელმძღვანელი. 2002 წელს რამი შეირჩა შვეიცარიის წარმომადგენლად ვენეციის მე-8 არქიტექტურულ ბიენალეზე, ხოლო 2008 წელს თავად იყო არჩეული ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე. მის უახლეს ნამუშევრებს შორისაა 2019 წელს მილანში Farini კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მან შეიმუშავა 62 ჰექტარი ახალი რაიონის და 15 ჰექტარი პარკის დაგეგმარება; პრიზი 2011 წელს ტაივანში 70 ჰექტარზე გაშენებული Taichung Gateway Park (Jade Eco Park / Central Park)-ის პროექტი, რომელიც 2020 წელს დასრულდა და პირველადგილოსანი პრიზი პარიზში საფრანგეთის ეროვნული რადიოს 1800 მ²-იანი აგორასთვის. მისი მონოგრაფიულ წიგნებს შორისაა: „კონსტრუირებული ატმოსფეროები“, გამომცემლობა Postmedia, მილანი, იტალია, 2014 წელი და „მეტეოროლოგიური ბაღი“, გამოცემული B2-ს მიერ, 2019 წელს საფრანგეთში. 2019 წელს მიიღო ფრანგული არქიტექტურული აკადემიის ვერცხლის მედალი და 2017 წელს დაჯილდოვდა მონაკოს ღირსების ორდენის რაინდის წოდებით. აქვს პროფესორობის გამოცდილება პრინსტონის (2010-2012), ჰარვარდის (2014-2016), კორნელის (2018-2020), და კოლუმბიის უნივერსიტეტებში (2016, 2023 და 2024, სადაც ის ამჟამად დეკანის მოწვეული ასოცირებული პროფესორია). ის არის ასოცირებული პროფესორი ვერსალის უმაღლეს ეროვნულ არქიტექტურულ სკოლაში (ENSA-V). 2020 წელს იყო გამოფენისა და წიგნის „არქიტექტურის ბუნებრივი ისტორია“ კურატორი და ავტორი პავილიონ დე ლ’არსენალში, პარიზში. მისი მონოგრაფიული წიგნი „კლიმატური არქიტექტურა“ 2023 წლის შემოდგომაზე გამოსცა გამომცემლობა Actar-მა.