გიორგი ვარდიაშვილი
გიორგი ვარდიაშვილი (დაიბადა 1995 წელს) თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის VA[A]DS-ის სტუდენტია. იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში. 2017 წელს იმყოფებოდა Transcultural Art Lab-ის რეზიდენციაში იუსტში, გერმანია. ამავე წელს ვარდიაშვილი დაასახელეს წინანდლის პრემიის საუკეთესო მონაწილედ. 2018 წელს გახდა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს საჯარო ნამუშევრების კონკურსის გამარჯვებული. 2019 წელს მიიღო მიწვევა Ebenoeckhaus Residency Munich-ის რეზიდენციიდან (მიუნხენი, გერმანია).