ია ერაძე
ია ერაძე სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორია. ამჟამად არის
ასოცირებული პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და
მკვლევარი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო
უნივერისტეტში. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ია მუშაობდა მკვლევრად
ლაიბნიცის ინსტიტუტის თანამედროვე ისტორიის ცენტრში, პოტსდამში. იგი ასევე
გახლდათ მიწვეული მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ტრინიტი კოლეჯში,
ვენის უნივერსიტეტსა და Sciences Po-ში. ია სხვადასხვა დროს ასწავლიდა კასელის
უნივერსიტეტში, ბერლინის სამართლის და ეკონომიკის სკოლაში, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჯიპაში.
იას სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია ქართულად, ინგლისურად, გერმანულად
და (მალე) ესპანურად (Cambridge Journal of Economics, Globalizations, Jahrbücher für
Geschichte Osteuropas, Caucasus Analytical Digest, Edward Elgar Publishing-ის მიერ). ია
არის ავტორი მონოგრაფიისა Unravelling Dollarization Persistence: the case of Georgia
(Routledge, 2023) და თანაავტორი წიგნისა At the expenses of others? How the imperial
mode of living prevents a good life for all (Oekom Verlag, 2019).