ჯოანა მუში
ჯოანა მუში სოციალური დიზაინერი, დამოუკიდებელი მკვლევარი და კულტურის პრაქტიკოსია, რომელიც საფრანგეთში, პანტინშია დაფუძნებული. საერთო რესურსების გადანაწილების კულტურისა და ციფრული კვლევების სფეროს სპეციალისტმა შვიდი წელი გაატარა ციფრული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში: პალე დე ტოკიო, კარტიეს ფონდი და სხვა. ჯოანა ამჟამად კვლევითი კოლექტივის, Umarell-ის წევრია, რომელიც სივრცით, სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობას ინტერვენციების საშუალებით უწყობს ხელს. ჯოანა მიზნად ისახავს ხალხური ცოდნების საშუალებით გამომგონებლური ინტერვენციებისა და თემთა შემოქმედებითი აქტივობების გაღვივებას რეგენერაციულ პრაქტიკაში. ჯოანა მუშაობს არქიტექტურის სხვა დისციპლინებთან ჰიბრიდულ შერწმაზე, მათ შორის: ჟურნალისტურ გამოძიებასთან, ხმასა და აუდიო-ხელოვნებასთან, კრიტიკულ პუბლიცისტიკასთან და სპეკულაციურ დიზაინთან. მისი ბოლო კვლევა "დაკარგული განზომილება", აანალიზებს დროის კონცეფციას და მნიშვნელობას ისეთ სივრცით პრაქტიკაში, რომელიც ურბანული ზრუნვის ხელშეწყობასა და რეგენერაციული მიდგომების პოპულარიზაციას ეძღვნება.