კერა
კერა დაარსდა 2018 წელს, თბილისში, ალექსანდრე ბახტაძისა და კონსტანტინე გუნიას მიერ.
ადრეულ ნამუშევრებში მათი პრაქტიკული საქმიანობა ძირითადად ორიენტირებული იყო არსებულ ექსპერიმენტებზე, როგორც ფიზიკურ, ასევე მეტაფიზიკურ კონტექსტში - ადგილის, კერისა და მატერიალურობის თემებზე.
რამდენიმე განუხორციელებელი პროექტისა და 2019 წელს YAC Calamity Atelier-ის კონკურსის ფინალისტთა რიგებში მოხვედრის შემდეგ, მათ საქმიანობას ბექა გუჯეჯიანი შეუერთდა.
2020 წლიდან კერა მუშაობდა კერძო სახლების არაერთ პროექტზე, და უფრო მეტად დაუთმო ყურადღება ხალხური სამშენებლო ტექნიკისა და კოლექტიური ცოდნის დღევანდელ არქიტექტურაში თარგმნის მცდელობებს.
გარდა საცხოვრებლისა, კერა მუშაობდა რამდენიმე კომერციული მიმართულების პროექტზეც, მათ შორისაა კახეთში ვაზისუბნის მამულის, სასტუმროსა და ღვინის ქარხნის გენერალური გეგმის, გაფართოებისა და განახლებული დიზაინის პროექტი.