ლევან ასათიანი
ლევან ასათიანმა დაამთავარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენის სპეციალობის განხრით 2004 წელს. 2001 წელidan დაიწყო მუშობა გრაფიკული დიზაინის განხრით. 2008 წელს “Windfor’s”-ის არტ დირექტორი გახდა. ასევე, 2008 წელს ონლაინ არტ ჟურნალი WAS დაარსა მეგობრებთან ერთად. 2010 წლიდან ასწავლიდა გრაფიკულ და UI/UX დიზაინს საქართველოს წამყვან უნვიერსიტეტებში და სასწავლებლებში (GeoLab, CSB, Georgian University, GIPA). 2012 წლიდან 2015 წლამდეკი TEDxTbilisi-ს პროდიუსერი გახლდათ. 2014 წელს ლევანი National Georaphic-ის ქართული გამოცემის არტ ედიტორი გახდა და არა ერთხელ გაიმარჯვა National Geographic-ის შიდა Best Edit-ის კონკურსში. შემდეგ 2016 წლიდან გააგრძელა მოღვაწეობა სარეკლამო სფეროში და თანამშრომლობდა თითქმის ყველა წამყვან კრეატიულ სააგენტოსთან საქართველოში (Holmes & Watson, Metro, Leavingstone, Windfors, Saatchi & Saatchi Tbilisi, BBD Tbilisi), არტ დირექტორის და კრეატიული დირექტორის პოზიციით. 2017 წლიდან დომუკიდებლადაც დაიწყო მუშაობა როგორც ფრილანსერი და განახორციელა მრავალი საინტერესო პროექტი: Tbilisi Art Festival 2020 წლის და 2022 წლის ბრენდინგი; Tbilisi Architecture Biennial-ის 2020 წლის დინამიური 3D ვებ გვერდი; Tbilisi Architecture Biennial-ის 2022 წლის ბრენდინგი და ვებ გვერდი; ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი NEIGHBOUR-ის პოსტერი, რომელმაც მრავალი პრიზი აიღო სხვადასხვა საერთაშორისო კინო ფესტივალებზე და სხვა.