მენიუ
დახურვა

ლინა ბონდარენკო

ლინა ბონდარენკო კიევში, უკრაინაში დაიბადა და სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში გაიზარდა. ის მასაჩუსეთსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) არქიტექტურისა და ურბანიზმის კვლევის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. ლინა იკვლევს, თუ როგორ ახდენდა ლანდშაფტის გეომორფოლოგია გავლენას ადამიანის გეოგრაფიაზე ისტორიულად და როგორ უპირისპირდება მას თანამედროვე ურბანიზაცია თუ პოსტინდუსტრიული სამყაროს ღირებულებათა ექსპლუატაციური სისტემები.

მისი კვლევითი პლატფორმები, Steep Urbanist და Terrestrial Happenings Lab, ცოცხალ მოვლენებს (Happenings) ქმნიან, რომლებიც აკვირდებიან თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ურბანული ქსელების მცდელობებს, მოთოკონ რელიეფი და აკონტროლონ ბუნების ძალები, ამავდროულად კი ექსპერიმენტული მოძრაობის პრაქტიკისა და ცეკვის მეშვეობით აღნიშნავენ არსებულ ანომალიებს მთებსა და ხეობებში. ბონდარენკოს დაკვირვების საგანი ხელოვნებაში დისკუსიების წარმოქმნის უნარია: თუ რა მნიშვნელობა და მითოლოგია აქვს იმ გზებს, რომლითაც ადამიანები ურთიერთობენ თავიანთ გარემოსთან, და აცოცხლებენ თუ არა ეს მედიუმები უძველეს ნარატივებს მომავალზე ორიენტაციისთვის. MIT-ში სწავლების დაწყებამდე, ლინა არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით მუშაობდა და საჯარო საშაულო სკოლაში დაგეგმარებას ასწავლიდა.