მამუკა გვილავა
მამუკა გვილავა სპეციალიზებულია გარემოსდაცვითი საკითხების ფართო სპექტრში,25 წლის თანამშრომლობის გამოცდილებით საქართველოში, კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპაში. მისი ექსპერტიზა მოიცავს დედამიწაზე და- კვირვებებს, კლიმატის ცვლილების შეფასებებს, მწვანე პროექტი- რებასა და მშენებლობას, ბუნებაზე დაფუძნებულ მეთოდებს, ასევე სტრატეგიულ (სგშ) და გარემოზე ზემოქმედების შეფასებებს (გზშ), რა მიმართულებითაც შესრულებული და განხილული აქვს მრავალი გეგმისა და პროექტის სგშ/გზშ, მათ შორის სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით და ენერგეტიკის დარგებში. იგი ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერილ პროექტს კოლხეთის ჭარბტენიანი და საზღვაო დაცული ტერიტორიების ჩამოსაყალიბებლად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ამჟამად კოორდინაციას უწევს საქართველოდან რამდენიმე პარტნიორის მონაწილეობას ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროექტებში ლურჯი ეკონომიკის მიმართულებით. მამუკა გვილავა შავი ზღვის კომისიას ეგიდით სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (სზიმ) ეროვნული პასუხისმგებელი პირს წარმოადგენს საქართველოდან და მიღწევებისთვის აღნიშნულ სფეროში ამ მთავრობათაშორისი ორგანიზაციის მიერ 2011 წელს შავი ზღვის მედლით იქნა დაჯილდოებული.