მენიუ
დახურვა

ნაპირზე

ნაპირზე

“ნაპირზე” (მდინარის ნაპირზე) ხორციელდება ინდუსტრიულ ქალაქ რუსთავში, სადაც განთავსებული იყო ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული 300 ჰექტარი ველური ჭალის ტყე (მაგ. Წავი ამ მიდამოებში ბოლო დრომდე ცხოვრობდა). 1990-იან წლებში საქართველოც და ქალაქი რუსთავიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგნენ, როდესაც ეკონომიკურმა და სოციალურმა სირთულეებმა აიძულა მოსახლეობის უმეტესობა გამოეყენებინა მტკვრის ჭალა და მის რესურსები გადარჩენისთვის. მაშინ ეკოსისტემის განადგურების შედეგები ბოლომდე არ იყო გააზრებული და ქალაქის საერთო ზიანი შეუმჩნეველი რჩებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჭალის ეკოსისტემის აღდგენა მაინც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ პროექტი “ნაპირზე”. პროექტის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა, როდესაც დათა ცინცაძემ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ძველი ავტოფარეხის დანგრევა და ბაგა-ბაღით ჩანაცვლება. ბაგა-ბაღთან ერთად შექმნეს ურბანული ბაღი, სადაც სამი წელია პროექტზე მუშაობენ და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ხვდებიან. პროექტი  “ნაპირზე” მიზნად ისახავს მდინარე მტკვრის ჭალის აღდგენას და ამით მაგალითის შექმნას, რომელიც გაანათლებს და შეახსენებს ხალხს მდინარეების და მათი ეკოსისტემების მნიშვნელობაზე.