მენიუ
დახურვა

ნატალია ნებიერიძე

ნატალია ნებიერიძე

ნატალია ნებიერიძე არის არქიტექტორი და ინტერდისციპლინარული არტისტი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტურულ და ურბანულ დიზაინს, კონცეფციის განვითარების პროექტებს, სხვადასხვა პლატფორმაზე მონაწილეობას კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის კუთხით, ასევე ახორციელებს მხატვრულ და საგანმანათლებლო აქტივობებს. ის არის კვლევითი პროექტის „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ ავტორი, რომელიც განხორციელდა MUA-ს გუნდთან (თბილისში არსებული არქიტექტურული კომპანია) ერთად. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნატალიამ განაგრძო სწავლა არქიტექტურის მიმართულებით. ბაკალავრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და მაგისტრის ხარისხი -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2007 წლიდან მუშაობს, როგორც მულტიდისციპლინარული არტისტი, მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებსა და შოუებში. ნატალია არის ინტერდისციპლინარული ჯგუფის MATERIAL HUNTERS-ის წევრი და თანადამფუძნებელი; ჯგუფი მუშაობს პერფორმატიულ და ვიდეო ნამუშევრებზე.