ნინო გვენცაძე
ნინო გვენცაძე არქიტექტორია, რომელსაც 34-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში. 2013 წელს მას არქიტექტურის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. კერძო სექტორში 16-წლიანი გამოცდილების შემდეგ, 2007 წლიდან 2023 წლის თებერვლამდე, ის მუშაობდა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე საჯარო სექტორში. 2017 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე.