პარალელური კლასი
ზურა ცოფურაშვილი (დ. 1992, თბილისი) მულტიმედია არტისტი და საგანმანათლებლო
ორგანიზაცია „პარალელური კლასის“ დამფუძნებელია. მისი სახელოვნებო პრაქტიკა ეყრდნობა ხელობებისა და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულებების კვლევასა და შესწავლას. დაინტერესებულია რელიგიურ-სპირიტუალურ აზროვნებაში ხელოვნების როლით და მისი კანონიკით. ჩართულია სხვადასხვა სოციალური აქტივობებში, რომლებიც ორიენტირებულია შეკრებაზე, ინფორმაციისა და რესურსების გაცვლასა და თავმოყრაზე.
მარი ყალაბეგაშვილი (დ. 1999, თბილისი), მულტიდისციპლინარული ხელოვანია. განსხვავებულ დარგებთან თანამშრომლობით, ის ცოდნის გაზიარების პროცესში ურთიერთწინააღმდეგობებით ინტერესდება. მისი ნამუშევრები გარემოს დინამიკასა და კონტექსტს დისტანცირების გარეშე ყვებიან და სვამს კითხვას, თუ რა ხდება ამბის დასრულების შემდეგ. საკუთარი ინდივიდუალური პრაქტიკის გარდა, ჩართულია „პარალელური კლასის“ ორგანიზაციაში, რომელიც ქმნის ალტერნატიულ საგანმანათლებლო ინიციატივებს საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის.