პიერ მიუზი
პიერ მიუზი დაიბადა ჟენევაში, არის არქიტექტორი და ვიდეოგრაფი, 2022 წელს მიიღო არქიტექტურის ხარისხი ETH ციურიხში. მუშაობდა არქიტექტურულ ფირმებში Baukunst და BUREAU, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო ჟენევაში არსებული შუქურას პროექტში (მიმდინარე). 2021 წელს გახდა ციურიხში დამოუკიდებელი ხელოვნების გალერეა BELLA-ს თანა-კურატორი. 2022 წელს, თანამოაზრეებთან ერთად დააარსა xenia, მრავალდისციპლინარული კოლექტივი, რომლის საქმიანობაც მოიაზრებს სოციალური და კულტურულ სივრცეების შექმნას.
მისი საქმიანობა ორიენტირებულია (არა)რეალური ნარატივების ზემოქმედებასა და ცვლილებებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის 2022 წელს ლუგანოს ტერიტორიულ ბიენალეში, სადაც წარმოადგინა მისი თანა-რეჟისორობით გადაღებული ფილმი "სინამდვილის უდაბნო". ბოლო წლების განმავლობაში იყო მენტორი და ხელმძღვანელობდა სემინარს სახელწოდებით "მარტივი არქიტექტურა" აღმოსავლეთ პარიზის ქალაქსა და ტერიტორიების არქიტექტურის ზამთრის სკოლაში (2024).