მენიუ
დახურვა

რობინ ვინოგრონდი

რობინ ვინოგრონდი

რობინ ვინოგრონდი ციურიხში მოღვაწე ლანდშაფტის არქიტექტორი და ურბანისტია. მისი მონაწილეობით მრავალი საერთაშორისო პროექტი, კონკურსი თუ საგანმანათლებლო პროგრამა მიმდინარეობს. 2019-2021 წლებში ის ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეული დაგეგმარების კრიტიკოსის სტატუსით სტუდენტებს ასწავლიდა. მისი ინტერდისციპლინარული გამოცდილებით შექმნილი პროექტები, რომლებსაც მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული, მოიცავს ურბანულ სივრცეებს, ინსტალაციებსა თუ პარკებს, ასევე მცირე და ფართო მასშტაბის ღია სივრცეების კონცეფციებს. ვინოგრონდი შტუტგარტის ხელოვნების აკადემიის ყოფილი რეზიდენტია და ლანდშაფტის არქიტექტურის მაგისტრის ხარისხს ფლობს, ურბანისტიკის ბაკალავრის ხარისხთან ერთად. მისი პროექტები გარეუბნების, სუბურბანული თუ ურბანული გარემოს ადგილ-სპეციფიკურ, პოეტურ პოტენციალს გვაჩვენებს გარდაქმნის რა მათ იდენტობასა და ფორმალურ წინააღმდეგობებს რელატიურ ნარატივებად და გამოცდილებებად. ვინოგრონდის ნამუშევრები დაფუძნებულია მისივე კვლევებზე გეოგრაფიული განხიბლვის, ატმოსფეროს, წარმოსახვის, სივრცის ფენომენოლოგიის, გარემოს ფსიქოლოგიისა და სოციალური სივრცის გააქტიურების შესახებ. ვინოგრონდი Studio Vulkan Landschaftsarchitektur-ის თანადამფუძნებელია, სადაც 2014-2020 წლებში პარტნიორის სტატუსით მუშაობდა.

www.robinwinogrond.ch

instagram: robin_winogrond