თეკლა ასლანიშვილი
თეკლა ასლანიშვილი არის არტისტი, რეჟისორი და ესეისტი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინსა და თბილისში. თავის პრაქტიკაში იგი აკვირდება მთავრობის, ადამიანებისა და მათი ტერიტორიების ცვალებად ურთიერთმიმართებებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრიზმიდან. თეკლამ 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ასევე აქვს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერიმენტული კინოსა და ახალი მედიის ფაკულტეტიდან. მისი ნამუშევრები ნაჩვენები და გამოფენილი იყო საერთაშორისო დონეზე, შემდეგ ადგილებში: Berlinische Galerie, Videoart at Midnight, ბერლინი; SculptureCenter, ნიუ იორკი; ტაიპეის ბიენალე 2023; ჰონგ-გაჰის მუზეუმი ტაიპეი; MCAD - თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი, მანილა; Wiels, ბრიუსელი; Eye Filmmuseum, ამსტერდამი; Schirn Kunsthalle, ფრანკფურტი; New Visions - Henie Onstad-ის ფოტოგრაფიისა და ახალი მედიის ტრენიალი, ოსლო; Transmediale 2023; Loop Festival / Antoni Tàpies-ის მუზეუმი ბარსელონა; NTU თანამედროვე ხელოვნების ცენტრი სინგაპური; ბერლინის ახალი ხელოვნების ასოციაცია; ბალტიის 14-ე ტრენიალე; თბილისის არქიტექტურის ბიენალე; Videonale 18; მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ობერჰაუზენი; მიუნსტერის ხელოვნების სახლი; EMAF - ევროპის მედია ხელოვნების ფესტივალი.
ის არის 2019 წლის Digital Earth-ის სტიპენდიატი, Ars-Viva Art Prize 2021-ის ნომინანტი და Han Nefkens Foundation – Fundació Antoni Tàpies-ის ვიდეო ხელოვნების ჯილდოს 2020 წლის მფლობელი. ამჟამად თეკლა არის ბერლინის ხელოვნებისა და მეცნიერების უმაღლესი კვლევების ცენტრის (BAS) სტიპენდიანტი ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში.