მერაბ ალავერდაშვილი
მერაბ ალავერდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და გეოგრაფიის დოქტორია. პრაქტიკისა და პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მას გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად მოცემულია მდინარეთა ნატანის ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების თავისებურებანი.